Accentnews.ge
უკრაინაში რუსი გენერალ–მაიორის დაღუპვის შესახებ იუწყებიან

უკრაინაში რუსი გენერალ–მაიორის დაღუპვის შესახებ იუწყებიან

03/03/2022 11:01:44 მსოფლიო

ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებისას რუსი გენერალ–მაიორის ანდრეა სუხოვეცკის დაღუპვის თაობაზე.

ინფორმაციის ავტორი სუხოვეცკის დაღუპვის შესახებ იუწყება და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს. აქვეყნებს ფოტოსაც.

მოგვიანებით ინფორმაცია რუსეთის ვეტერანთა ასოციაციაში დაადასტურეს. ირკვევა, რომ სუხოვეცკი რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე გაერთიანებული არმიის მეთაურის მოადგილე იყო.

47 წლის სუხოვეცკი არმიის მეთაურის მოადგილედ 2021 წლის შემოდგომაზე დაინიშნა. მანამდე ის სამი წლის განმავლობაში მეთაურობდა ნოვოროსიისკში მე-7 საჰაერო სადესანტო დივიზიას.

შეგახსენებთ, რომ მერვე დღეა, უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას იგერიებს. რუსული ძალები ბომბავენ დასახლებულ პუნქტებს, სამოქალაქო ობიექტებს, საცხოვრებელ სახლებს. დაფიქსირდა აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტი.

რუსეთი 2 მარტამდე დანაკარგის შესახებ დუმდა, 2 მარტს კი გამოაქვეყნა მონაცემი, რომელიც სამჯერ ჩამორჩება უკრაინული მხარის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S