
„შეგვიძლია, ყველა იმ რუს სამხედროს, რომელიც ომიდან წამოვა, €3000 და მუშაობის ნებართვა მივცეთ“
03/03/2022 09:12:09 ევროპა
ევროპარლამენტის წევრი რადეკ სიკორსკი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ინიციატივით მიმართავს, რომ ყველა ის რუსი სამხედრო, ვინც ომს მიატოვებს, ევროკავშირმა ფინანსური დახმარებითა და მუშაობის ნებართვით უზრუნველყოს.
„მოდით, სტრატეგიულად გამოვიყენოთ ევროკავშირის რბილი ძალა, ქალბატონო ურსულა. ჩვენ შეგვიძლია, ყველა იმ რუს სამხედროს, რომელიც ომიდან წამოვა, €3000 და 3-წლიანი მუშაობის ნებართვა მივცეთ.
ეს ის გზაა, რომლითაც დასავლეთ გერმანია მიესალმა აღმოსავლეთ გერმანელებს, ვინც რკინის კედელი გადალახა. ჩვენ მზად ვართ, უკან მიგიღოთ.
ნამდვილად ვგულისხმობ ამას." - ამბობს ევროპარლამენტარი.