Accentnews.ge
გაიხსნა ანგარიში, რომელზეც უკრაინის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია

გაიხსნა ანგარიში, რომელზეც უკრაინის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია

03/03/2022 09:05:53 საზოგადოება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გაიხსნება სახაზინო ანგარიში, სადაც მოქალაქეებს უკრაინის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეეძლებათ. ამაზე კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ბევრი ადამიანი აქტიურობს, განსაკუთრებით, ბიზნესსექტორი გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავხსნათ ანგარიში, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ფინანსური დახმარების გაწევა. სახაზინო კოდია 300778800, ხოლო დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ - უკრაინისთვის", - ამბობს კალაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S