პარიზში, ცვილის მუზეუმში პუტინის ფიგურა მოხსნეს და შესაძლოა, ის ზელენსკიმ შეცვალოს
03/03/2022 08:33:46 მსოფლიო
საფრანგეთში, გრევინის ცვილის მუზეუმმა გადაწყვიტა, გამოფენიდან ამოიღოს კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის ფიგურა უკრაინაში წამოწყებული ომის გამო. მანამდე ის ვიზიტორმა დააზიანა,– იუწყება cbsnews.
„პირველად მუზეუმის ისტორიაში, სწრაფად მივიღეთ მსგავსი გადაწყვეტილება ისტორიული მოვლენების გამო“, - განმარტა მუზეუმის დირექტორმა ივ დელომომ მას შემდეგ, რაც ფიგურა საცავში ჩაკეტა და დასძინა, „რომ თანამშომლებს ყოველ დღე მის გვერდით გავლა არ სურთ“.
მუზეუმში მსოფლიოს რამდენიმე ლიდერის ფიგურაა გამოფენილი, მაგრამ დელომომ აღნიშნა, „არასდროს გამოფენენ „ჰიტლერის მსგავს დიქტატორების ფიგურებს:
„დღეს არ გვსურს, პუტინის ფიგურის გამოფენა“.
პუტინის ფიგურა აშშ–ის და ჩინეთის პრეზიდენტების – ჯო ბაიდენისა და სი ცზინლინს შორის იდგა.
კითხვაზე, ვინ შეიძლება, შეცვალოს პუტინი გამოფენაზე, მუზეუმის დირექტორმა უპასუხა, რომ ეს შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყოს:
„ის გმირი გახდა, რადგან წინააღმდეგობას წევს და არ გაიქცა საკუთარი ქვეყნიდან. მას შეუძლია, დიდებულ ლიდერებს შორის დაიკავოს საკუთარი ადგილი“.


