Accentnews.ge
რუს და ბელარუს სპორტსმენებს პეკინის 2022 წლის ზამთრის პარალიმპიადაზე მონაწილეობა აეკრძალათ

რუს და ბელარუს სპორტსმენებს პეკინის 2022 წლის ზამთრის პარალიმპიადაზე მონაწილეობა აეკრძალათ

03/03/2022 08:34:42 მსოფლიო

რუს და ბელარუს სპორტსმენებს, უკრაინის ომში მათი ქვეყნების როლის გამო, ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება არ ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი (IPC) ავრცელებს.

„ბოლო 12 საათის განმავლობაში, წევრების დიდი რაოდენობა დაგვიკავშირდა. მათ გვითხრეს, რომ თუ ჩვენ არ გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებას, მას სერიოზული შედეგები მოჰყვება“, - აცხადებენ კომიტეტში.

პეკინში ზამთრის პარალიმპიური თამაშები 4 მარტს გაიხსნება.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S