Accentnews.ge
მედია – გერმანია უკრაინას საბჭოთა წარმოების "სტრელას" ტიპის 2700 რაკეტას გაუგზავნის

მედია – გერმანია უკრაინას საბჭოთა წარმოების "სტრელას" ტიპის 2700 რაკეტას გაუგზავნის

03/03/2022 08:18:34 მსოფლიო

გერმანია უკრაინას საბჭოთა წარმოების "სტრელას" ტიპის 2700 რაკეტას გაუგზავნის, – იუწყება გერმანული მედია.

მისივე ცნობით, აღნიშნული რაკეტები ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის მარაგის ნაწილია.

როგორც გერმანული მედია იუწყება, რაკეტების გაგზავნაზე თანხმობა ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გასცა. ახლა ბრძანება უშიშროების ფედერალურმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

შეგახსენებთ, რომ შაბათს გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას 1000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტასა და 500 ერთეულ "სტინგერის" ტიპის რაკეტას გაუგზავნიდა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S