
ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების მესამედი იმერეთში დაფიქსირდა
03/03/2022 06:54:42 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 115 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 11 767 ადამიანი, გარდაიცვალა 43 პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 527 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 948 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 579 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 23.53% ხოლო 7 დღის მანძილზე - 18.85%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 2 759 შემთხვევა,
- აჭარა - 362,
- იმერეთი - 1 226,
- ქვემო ქართლი -286,
- შიდა ქართლი - 446,
- გურია - 321,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 506,
- კახეთი - 542,
- მცხეთა-მთიანეთი - 174,
- სამცხე-ჯავახეთი - 140,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 85.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 82 930 საიდანაც:
4 479 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 137, აჭარაში - 418, იმერეთში - 725.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 000 პირი, მათ შორის, თბილისში - 448, აჭარაში - 105, იმერეთში - 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 34, იმერეთში - 23.
78 451 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.