Accentnews.ge
უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობამ 1 მილიონს მიაღწია

უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობამ 1 მილიონს მიაღწია

03/03/2022 06:05:10 მსოფლიო

უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანების რაოდენობამ 1 მილიონს მიაღწია.

გაერო–ს განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო 1 კვირაზე ნაკლებ დროში ქვეყნის მოსახლეობის 2%-ზე მეტი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი და ქვეყანა დაეტოვებინა.

ყველაზე მასობრივი ევაკუაცია ხარკოვიდან მოხდა, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქიდან, რომელსაც რუსული ჯარები უტევენ და ბომბავენ.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S