Accentnews.ge
უკრაინის დაზვერვა: "რუსეთი ე.წ. deepfake ტექნოლოგიის გამოყენებით ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი მიმართვის ვიდეოს ამზადებს"

უკრაინის დაზვერვა: "რუსეთი ე.წ. deepfake ტექნოლოგიის გამოყენებით ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი მიმართვის ვიდეოს ამზადებს"

03/03/2022 05:50:59 მსოფლიო

რუსეთი ე.წ. deepfake ტექნოლოგიის გამოყენებით ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი მიმართვის ვიდეოს ამზადებს, რომლის მიზანიც დეზინფორმაციის გავრცელება და არეულობის მოწყობაა, - ამ ინფორმაციას უკრიანული მედია ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სახე შეიძლება, გამოყენებულ იქნას ასეთ ვიდეოში. ამიტომ, იცოდეთ, რომ ასეთი ვიდეო იქნება ყალბი, რომლის მიზანია პანიკის დათესვა, დეზორიენტაცია, გატეხვა, დარწმუნება ჩვენი ჯარების ჩაბარებაზე. დარწმუნებული იყავით, უკრაინა კაპიტულაციას არ აპირებს!“, - აცხადებს უკრაინის დაზვერვის სამსახური.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S