Accentnews.ge
გერმანიამ რუს ოლიგარქს ძვირადღირებული იახტა ჩამოართვა

გერმანიამ რუს ოლიგარქს ძვირადღირებული იახტა ჩამოართვა

03/03/2022 05:47:58 მსოფლიო

გერმანიის ხელისუფლებამ რუს მილიარდერს, ალიშერ უსმანოვს 600 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა ჩამოართვა.

გამოცემა Forbes-ის ცნობით, გემი, Dilbar ჰამბურგში დააკავეს.

უსმანოვი ერთ-ერთია რუსეთის იმ რუსი ოლიგარქებისგან, რომლებსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობასთან კავშირების გამო.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S