"უკრაინა ასუსტებს რუსეთს და აძლიერებს დანარჩენ მსოფლიოს"
03/03/2022 05:43:15 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, "უკრაინა ასუსტებს რუსეთს და აძლიერებს დანარჩენ მსოფლიოს".
მან კიევს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
„ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელი თავდასხმა უკრაინაზე არის წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული. მან უარყო დიპლომატიური ძალისხმევები. მას ეგონა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ. ის ფიქრობდა, რომ შეეძლო ჩვენი გაყოფა სახლში, მაგრამ შეცდა. პუტინი ახლა უფრო იზოლირებულია მსოფლიოსგან, ვიდრე ოდესმე და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის დახმარებას, რამდენადაც ისინი იცავენ თავიანთ ქვეყანას და დავეხმარებით მათ ტანჯვის შემსუბუქებაში. უკრაინა ასუსტებს რუსეთს და დანარჩენ მსოფლიოს აძლიერებს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები, მათ შორის აშშ სამხედრო დახმარებას უგზავნის.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


