ეუთო ხარკოვში მისი ადგილობრივი თანამშრომლობის დაღუპვის შესახებ იუწყება
03/03/2022 05:12:08 მსოფლიო
ეუთო ხარკოვში მისი ადგილობრივი თანამშრომლობის დაღუპვის შესახებ იუწყება. განცხადება ამის შესახ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ ორშაბათს გააკეთა და სამიძიმარი გამოუცხადა მარინა ფენინას ოჯახსა და ახლობლებს.
„ჩვენი ღრმა მწუხარება და თანაგრძნობა გამოვთქვამთ მარინას ოჯახს. მარინა იყო SMM გუნდის ღირებული წევრი და ჩვენი კოლეგები უკრაინაში რჩებიან მჭიდრო კავშირში მის ოჯახთან. მარინა მოკლეს, როდესაც საომარ ზონად ქცეულ ქალაქში ოჯახს ამარაგებდა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ქალაქის ცენტრებში მზარდ დაბომბვებს, რაც მოქალაქეთა გარდაცვალებას და დაზიანებას იწვევს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებების და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში", – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


