Accentnews.ge
ზელენსკი: "რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაღუპულია 9000–მდე რუსი ჯარისკაცი"

ზელენსკი: "რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაღუპულია 9000–მდე რუსი ჯარისკაცი"

03/03/2022 05:12:12 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაღუპულია 9000–მდე რუსი ჯარისკაცი.

მისი თქმით, უკრაინის არმია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მტერი ბოლომდე გატეხოს. ზელენსკი აღნიშნავს, რომ ნიკოლაევის მიმართულებით რუსეთის ათობით ვერტმფრენი დაფრინავს, რომლებსაც გადაჰყავთ დაჭრილები და დაღუპულები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2 მარტის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში 498 რუსი სამხედრო დაიღუპა და 1597 დაიჭრა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S