Accentnews.ge
38-მა ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა

38-მა ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა

02/03/2022 21:27:01 მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერ–მინიტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, 38-მა ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა.

„ამ საღამოს მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ რუსეთის უკრაინაში ბარბაროსულ შეჭრაზე ისტორიაში ყველაზე დიდი განაცხადით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა.

ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ პუტინს ამ საშინელი ქმედებებს დაუსჯელად ვერ ჩაიდენს“,– განაცხადა კონსონმა.

ამ 38 ქვეყანას შორის საქართველოცაა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S