Accentnews.ge
ენტონი ბლინკენი 3 მარტიდან ევროპაში ტურნეს იწყებს

ენტონი ბლინკენი 3 მარტიდან ევროპაში ტურნეს იწყებს

02/03/2022 20:25:05 ევროპა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 3 მარტიდან ევროპაში ტურნეს იწყებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბლინკენი ბელგიას, პოლონეთს, მოლდოვას, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს ეწვევა.

მათივე ცნობით, ტურნე მოიცავს გაფართოებულ კონსულტაციებსა და კოორდინაციას ნატო-ს მოკავშირეებთან და ევროპელ პარტნიორებთან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე, წინასწარ განზრახული, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის თაობაზე.

ვიზიტების დროს ბლინკენი ასევე განიხილავს ერთობლივ ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად, ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების საკითხებს, დემოკრატიის წახალისებასა და ადამიანის უფლებებს, ასევე უფრო ღრმა ეკონომიკურ და ენერგო თანამშრომლობას ბალტიელ მოკავშირეებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S