Accentnews.ge
რუსმა ბიზნესმენმა პუტინის დაკავებაზე ჯილდო დააწესა

რუსმა ბიზნესმენმა პუტინის დაკავებაზე ჯილდო დააწესა

02/03/2022 20:22:02 მსოფლიო

რუსმა ბიზნესმენმა, Transparent Business აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე კონანიხინმა, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, ვლადიმირ პიუტინის დაკავებაზე ჯილდო დააწესა.

ბიზნესმენი ამ სამართლებრივი პროცედურის შემსულებელს 1 მილიონ დოლარს ჰპირდება.

„გპირდებით, 1 მილიონ აშშ დოლარს გადავუხდი ოფიცრებს, რომლებიც თავიანთი კონსტიტუციური მოვალეობას შეასრულებენ და დააპატიმრებენ პუტინს, როგორც სამხედრო დამნაშავეს. პუტინი არ არის რუსეთის პრეზიდენტი – ის ხელისუფლებაში მოვიდა სპეცოპერაციებით, როდესაც რუსეთში ააფეთქეს საცხოვრებელი კორპუსები. შემდეგ კი დაარღვია კონსტიტუცია თავისუფალი არჩევნების გაუქმებით და მისი ოპონენტების მკვლელობით. როგორც ეთნიკური რუსი და რუსეთის მოქალაქე, ჩემს მორალურ მოვალეობად მიმაჩნია, წვლილი შევიტანო რუსეთის დენაციფიკაციაში. მე გავაგრძელებ უკრაინის დახმარებას პუტინის ურდოს წინსვლის წინააღმდეგობის გაწევასა და მათ გმირულ ძალისხმევაში“, - წერს სოციალურ ქსელში ბიზნესმენი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S