Accentnews.ge
რკინიგზის სადგურის მიმართულებით რუსების გასროლილი რაკეტა უკრაინელებმა ჩამოაგდეს

რკინიგზის სადგურის მიმართულებით რუსების გასროლილი რაკეტა უკრაინელებმა ჩამოაგდეს

02/03/2022 20:10:07 ევროპა

უკრაინის რკინიგზის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა კიევის რკინიგზაზე საჰაერო იერიში მიიტანეს:

"რუსმა ტერორისტებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს კიევის რკინიგზის სამხრეთ სადგურზე, სადაც ათასობით უკრაინელი ქალისა და ბავშვის ევაკუაცია მიმდინარეობს. ჭურვი სასტუმრო Ibis-თან ჩამოვარდა, სადგურის შენობამ გაუძლო და მცირე დაზიანება მიიღო. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

მოგვიანებით უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რკინიგზის სადგურის მიმართულებით რუსების გასროლილი რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. რაკეტის ნამსხვრევებმა მაგისტრალი დააზიანა.

გერაშენკოს ცნობით, ამ ტიპის რაკეტამ კიევის ცენტრზე თავდასხმის შემთხვევაში, შესაძლოა, დიდი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვიოს:

„განმარტება სადგურზე მომხდარი აფეთქების შესახებ. ჩვენმა გმირულმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო რუსი ნაცისტების რაკეტა, რომელიც განკუთვნილი იყო ერთ-ერთი საკონტროლო ცენტრისთვის. ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევებმა მაგისტრალი დააზიანა, თუმცა ზარალი დილისთვის აღმოიფხვრება. თუ ეს რაკეტა სამიზნეს მოხვდება სადმე კიევის ცენტრში, მსხვერპლი და ნგრევა საშინელი იქნება. დიდება უკრაინის საჰაერო თავდაცვას!".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S