Accentnews.ge
Bild: უკრაინაში გერმანული იარაღი ჩავიდა

Bild: უკრაინაში გერმანული იარაღი ჩავიდა

02/03/2022 19:51:40 ევროპა

გერმანიიდან უკრაინაში ჩავიდა იარაღი - 1000 ტანკსაწინააღმდეგო საშულება და 500 „სტინგერის“ ტიპის საზენიტო რაკეტა,– იუწყება Bild ხელისუფლებაში წყაროზე დაყრდნობით.

გერმანიის ხელისუფლებამ, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო წინააღმდეგი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების, პოლიტიკური მიდგომა 26 თებერვალს შეცვალა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვა მოხდა არა მხოლოდ ფედერალურ მთავრობაში, არამედ მოსახლეობაშიც: მოსახლეობის 78% მხარს უჭერს უკრაინისთვის გერმანული იარაღის მიწოდებას. ეს მაშინ, როდესაც რუსულ აგრესიამდე მსგავს პოზიციას მხოლოდ 22% იზიარებდა.

იმავდროულად, ოთხშაბათს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამორიცხა ნატოს ჩართვა ომში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S