
რუსეთმა უკრაინას ჯამში 180-ზე მეტი რაკეტა ისროლა
02/03/2022 19:41:41 ევროპა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 180-ზე მეტი რაკეტა ისროლა,- იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალები.
მათი ინფორმაციით, სამხედრო ინფრასტრუქტურის გარდა რუსები მიზანმიმართულად თავს ესხმიან, სამოქალაქო შენობებსა და დასახლებული პუნქტებსაც:
„რუსეთის შემოჭრის შემდეგ, მტერმა 180-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინის ტერიტორიაზე. სამხედრო დანაყოფების გარდა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურამ და დასახლებულმა პუნქტებსაც უდიდესი ადამიანური დანაკარგი ჰქონდა. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით მიმართავენ მაროდიორობას, კლავენ ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებსაც.“.
შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მხოლოდ დღეს უკრაინის საჰაერო სივრცე 30-მდე საბრძოლო ხომალდმა დაარღვია, მათი უმეტესობა ბელარუსიდან იყო.