Accentnews.ge
შვედეთის შეიარაღებული ძალები: "რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვიეს"

შვედეთის შეიარაღებული ძალები: "რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვიეს"

02/03/2022 19:25:45 მსოფლიო

შვედეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, დღეს 4–მა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ბალტიის ზღვის თავზე ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

„ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ ამ ინციდენტს“, -ნათქვამია შვედეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

მისივე ცნობით, რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა შვედეთის საჰაერო სივრცეში მცირე დრო დაჰყვეს.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S