უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად, რუსეთმა დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა დაასახელა
02/03/2022 18:30:48 მსოფლიო
უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად, რუსეთმა დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა დაასახელა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრე–სპიკერმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ 498 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 1597 დაიჭრა.
”სამწუხაროდ, დანაკარგები გვაქვს ჩვენს თანამებრძოლებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ ოპერაციაში”, - განაცხადა კონაშენკოვმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გამართულ ბრიფინგზე.
ამ დრომდე მოსკოვი მსხვეპლი შესახებ იუწყებოდა, თუმცა დაღუპულთა ოფიციალურ რაოდენობას არ ასახელებდა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


