
UNIAN: რუსი ოკუპანტების გამო ხერსონის რეგიონი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა
02/03/2022 17:20:49 ევროპა
უკრაინაში, ხერსონთან, ჩერნობაევსკაიას მეფრინველეობის მეურნეობა, რომელიც ევროპაში ქათმის კვერცხის წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა, უფუნქციოდაა დარჩენილი.
გამოცემა UNIAN-ის ცნობით, ფერმაში 3 მილიონი ქათამი, რეალურად, შიმშილით იხოცება, მათთვის საკვების მიწოდების შეუძლებლობის გამო.
Ukrlandfarming სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრინველი დაიხოცება და მათი და კვერცხის ნარჩენის გატანა ვერ მოხერხდება. მათივე თქმით, გარდა გარემოსდაცვითი საფრთხისა, საწარმოების დახურვამ შეიძლება გამოიწვიოს კვერცხის დეფიციტი უკრაინაში.
გარდა ამისა, კომპანიის ცნობით, მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ ხარკოვის რეგიონის ბოგოდუხოვსკაიას მეფრინველეობის ფერმა და ოხოჩეს მეფრინველეობის ფერმა.
ხერსონის მერი "მწვანე დერეფანს" ითხოვს:
"არ გვყოფნის საკვები, ინსულინი...მძიმე ვითარებაა. ხერსონში არ შემოსულან, გარშემორტყმულები ვართ. მწვანე დერეფანი გვჭირდება მათ შორის ცხედრების გადასასვენებლად, დაჭრილების გასაყვანად. ბევრი მოროდიორობა იყო. ამიტომ პროდუქრი თავდება".