Accentnews.ge
ალნურ მუსაევი: „ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა რუსეთის ზეწოლით პოზიციები დათმეს, უპრეცედენტო ზეწოლა ყაზახეთზეც"

ალნურ მუსაევი: „ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა რუსეთის ზეწოლით პოზიციები დათმეს, უპრეცედენტო ზეწოლა ყაზახეთზეც"

02/03/2022 15:15:34 მსოფლიო

ყაზახეთის უსაფრთხოების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ალნურ მუსაევის ინფორმაციით, „ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა რუსეთის ზეწოლით პოზიციები დათმეს და კონფიდენციალურ დონეზე გამოხატეს თანხმობა მისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად“.

მისივე ცნობით, „სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და ნაწილობრივ რუსული კონტინგენტი ცენტრალური აზიის ამ რესპუბიკებიდან რუსეთში გადაჰყავთ ომში გამოსაყენებლად“.

„რუსეთის მხრიდან ხორციელდება ასევე უპრეცედენტო ზეწოლა ყაზახეთზე უკრაინის წინააღმდეგ ომში მის მხარეს საბრძოლველად. ტოყაევისა და ჩვენი საგარეო უწყების ბოლო განცხადებების მიხედვით შესამჩნევია, რომ ყაზახეთის ხელისუფლებაც მზადაა, საიდუმლო რეჟიმში დაეხმაროს რუსეთს“.

ის შიშობს, რომ „როგორც ჩანს, დეკლარირებული ნეიტრალიტეტის შენარჩუნება ამ ომის მიმართ, არ გამოვა“:

„მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ჩვენს თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შორის ჩვენი სამხედრო ტექნიკისა და შეზღუდული კონტინგენტის უკრაინაში გასაგზავნად. ეს ყველაფერი კერძო საუბის დონეზეა, თუმცა ვითარება ყაზახეთისთვის სახიფათო ხდება".

გარდა ამისა, როგორც ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, "რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო-ტექნიკუტ ფორუმ “ჯარი-2022”-ის ფარგლებში “საერთაშორისო ანტიფაშისტური კონგრესი” დააანონსა, რომელზეც “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების” ქვეყნების წარმომადგენლები მიიწვია":

"მიწვევა ჩვენმა თავდაცვის სამინისტრომაც მიიღო და სახეზეა ყველა ნიშანი იმისა, რომ მონაწილეობას გემავს. ვითარებას ართულებს ისიც, რომ ყაზახების მნიშვნელოვანი ნაწილი მასირებულ რუსულ პროპაგანდას ექვემდებარება და ვერ აცნობიერებს ყაზახეთისთვის რუსულ საფრთხეს უკრაინაში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში.. - სიკვდილი ფაშისტებსა და ოკუპანტებს რუსეთიდან! დიდება უკრაინას!“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S