Accentnews.ge
ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინს უკრაინის კონტექსტში კომპრომისის აუცილებლობაზე ესაუბრა

ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინს უკრაინის კონტექსტში კომპრომისის აუცილებლობაზე ესაუბრა

02/03/2022 14:09:38 მსოფლიო

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ტოყაევმა კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა და როგორც ყაზახეთის მეთაურის ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური მდგომარეობა განიხილა.

რელიზის მიხედვით, უკრაინის თემის განხილვისას ტოყაევმა აღნიშნა, „მოლაპარაკებების დროს კომპრომისული შეთანხმებების მიღწევის განსაკუთრებული მნიშვნელობა“.

ამასთან, ყაზახეთის უსაფრთხოების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ალნურ მუსაევი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ტაჯიკებმა და ყირგიზებმა პუტინის ზეწოლის ქვეშ პოზიციები დათმეს და მას უკრაინასთან ბრძოლაში დახმარებას აღმოუჩენენ:

„საბრძოლო ტექნიკა, საბრძოლო მასალა, ასევე ნაწილობრივ რუსული კონტიგენტი ცენტრალური აზიის ამ რესპუბლიკებიდან რუსეთში გადაისროლეს ომში ჩასართავად“.

მისივე ცნობით, რუსეთის მხრიდან ყაზახეთზე უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება მოთხოვნით, დაიკავოს რუსეთის მხარე უკრაინასთან ომში.

ყაზახეთის პრეზიდენტის ბოლო განცხადების შეფასებისას მუსაევმა განაცხადა, რომ „როგორც ჩანს, ყაზახეთი მზადაა, რუსეთს ფარული დახმარება აღმოუჩინოს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S