Accentnews.ge
მედია: ათობით იაპონელმა გამოთქვა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლის სურვილი

მედია: ათობით იაპონელმა გამოთქვა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლის სურვილი

02/03/2022 13:43:39 მსოფლიო

იაპონიის 70–მა მოქალაქემ, მათ შორის ქვეყნის ეროვნული თავდაცვის 50–მა ყოფილმა წევრმა და საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ორმა ვეტერანმა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლის სურვილი გამოთქვა,– ამის შესახებ უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, reuters–ს განუცხადა და დასძინა, რომ მას „უკრაინის მხარეს ბრძოლის მსურველები ურეკავენ“.

თავად საელჩომ 28 თებერვალს საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, მადლობა გადაუხადა იაპონელებს უკრაინის მიერ შექმნილი „უცხოურ ლეგიონში“ ჩაწერის გზების შესახებ კითხვებისთვის და დასძინა, რომ „თითოეულ კანდიდატს შეიარაღებულ ძალებში მსახურების გამოცდილება უნდა ჰქონდეს ან სპეციალური მომზადება გაიაროს“.

დღეს კი იაპონიაში უკრაინის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეძებს მოხალისეებს სამედიცინო, საინფორმაციო, ტექნოლოგიების, კომუნიკაციების ან ხანძარსაწინააღმდეგო სფეროებში. მუშაობის გამოცდილებით.

თავად იაპონიამ კი საკუთარ მოქალაქეებს უბრძანა, გადადონ უკრაინაში გამგზავრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S