Airbus რუსეთის ავიაკომპანიებისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდებას წყვეტს
02/03/2022 13:19:48 მსოფლიო
Airbus-მა, რომელიც ევროპაში თვითმფრინავების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, განაცხადა, რომ წყვეტს რუსეთის ავიაკომპანიებისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდებას.
ასევე კომპანია განიხილავს, შეუძლია თუ არა მოსკოვის საინჟინრო ცენტრს რუსეთის კლიენტების მომსახურების გაგრძელება ამჟამინდელი სანქციების პირობებში, რომლებიც დასავლეთმა დაუწესა რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ.
მანამდე უმსხვილესმა ამერიკულმა ავიაკომპანია Boeing-მა განაცხადა, რომ წყვეტს რუსეთის ავიაკომპანიების უზრუნველყოფას და მოსკოვში თავის საქმიანობას.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


