ლარი გაუფასურებას განაგრძობს
02/03/2022 13:13:00 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 მარტს ერთი ამერიკული დოლარი 3.2419 ლარი ეღირება, ევრო – 3.5975 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3182 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.2244 ლარი ღირდა, ევრო – 3.6039 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.3188 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


