Accentnews.ge
ჰაკერულმა დაჯგუფებამ მორიგი სიურპრიზის შესახებ განაცხადა

ჰაკერულმა დაჯგუფებამ მორიგი სიურპრიზის შესახებ განაცხადა

02/03/2022 12:24:56 მსოფლიო

ჰაკერების დაჯგუფება Anonymous–თან დაკავშირებულმა ჯგუფმა NB65 როსკოსმოსის სატელიტური მართვის სისტემაში შეაღწია,– ამის შესახებ Anonymous იუწყება.

"ჰაკერულმა ჯგუფმა NB65, რომელიც კავშირშია Anonymous–თან, დახურა როსკოსმოსის მართვის ცენტრი", - ნათქვამია შეტყობინებაში.

ამასთან, შეტყობინების მიხედვით, რუსეთმა დაკარგა კონტროლი საკუთარ ჯაშუშ–თანამგზავრზე.

ინფორმაციას როსკოსმოსის დირექტორი დიმიტრი როგოზინი Twitter–ში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ დაუკარგავთ მართვა თანამგზავრზე და რომ „თაღლითი ჰაკერები“ ცრუობენ:

„ყველა ჩვენი მართვის ცენტრი საშტატო რეჟიმში მუშაობს“.

მისივე თქმით, სისტება ჰაკერულ თავდასხმებს ავტომატურად იგერიებს.

ცნობისთვის: უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ Anonymous რუსეთის ხელისუფლებასთან კიბერ–ომი გამოუცხადა და პერიოდულად აყენებს მათ სხვადასხვა ხარისხის ზიანს. კერძოდ, გატეხა რუსეთის თადაცვის სამინისტრის ბაზა და გამოაქვეყნა რიგი მონაცემები, თანამრომელთა სია ტელეფონის ნომრებით. ასევე მონაცემები მოიპოვა ბელარუსის იარაღის კომპანიიდან და გამოაქვეყნა; რუს სამხედროებს, რომლებიც ერთმანეთთან კომუნიკაციას რაციით ამყარებდნენ, კომუნიკაცია გაურთულა – სიხშირეში შეაღწია და მათ უკრაინის ჰიმნი ჩაურთო; ასევე იერიში მიიტანეს რუსულ პროპაგანდისტულ ბევ–გვერდზებზე; რუსეთისა და ბელარუსის მთავრობების, კომპანიების, სახელმწიფო არსებისა და ბანკების 1 500 ვებ-გვერდი დაბლოკა. მათ შორის არის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ვებ–გვერდი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S