Accentnews.ge
ხოდორკოვსკი რუსებს მოუწოდებს, გავიდნენ ქუჩაში, რათა პუტინს ხელი შეუშალონ მკვლელობებში

ხოდორკოვსკი რუსებს მოუწოდებს, გავიდნენ ქუჩაში, რათა პუტინს ხელი შეუშალონ მკვლელობებში

02/03/2022 11:27:22 მსოფლიო

ბიზნესმენი მიხეილ ხოდორკოვსკი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩაში გამოვიდნენ პროტესტის ნიშნად, რათა შეწყდეს მკვლელობები უკრაინაში.

მისი თქმით, პუტინი თავს ვერ ართმევს პროცესებს და ამიტომ გადაისროლა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მის ელთ არსებული ყველა ძალოვანი რესურსი.

„თუ დაგიჭერენ, არაუშავს, იჯექით! დღეს ქუჩაში გამოსვლა ნიშნავს უკრაინელი მშვიდობიანი მოქლაქეების სიცოცხლის გადარჩენას. პუტინი ვერ ართმევს თავს, პუტინი ჩარჩა უკრაინაში და რომ გაართვას თავი, იქ გადაისროლა ყველაფერი, რაც აქვს - პოლიცია, ომონი და ასე შემდეგ“,– ამბობს ოდორკოვსკი.

მისი თქმით, ყველა, რუსეთის ქალაქების ქუჩებში, საპროტესტო აქციაზე გამოდის, ხელს უშლის პუტინს უკრაინის მოქალაქეების მკვლელობაში.

„არ ღირს თქვენი 15 დღე ერთი მშვიდობიანი ადამიანის მკვლელობის თავიდან ასაცილებლად? თუ ღირს, მაშინ გადით გარეთ და ჩაჯექით, მე 10 წელზე მეტი ვიჯექი იმისთვის, რაც სწორად მიმაჩნია“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S