Accentnews.ge
DHL-მა რუსეთსა და ბელარუსში ტვირთებისა და დოკუმენტების მიწოდება შეწყვიტა

DHL-მა რუსეთსა და ბელარუსში ტვირთებისა და დოკუმენტების მიწოდება შეწყვიტა

02/03/2022 11:27:07 მსოფლიო

DHL-მა რუსეთსა და ბელარუსში ტვირთებისა და დოკუმენტების მიწოდება შეწყვიტა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული რუბლი რეკორდულად გაუფასურდა. მოსკოვის ბირჟაზე დოლარისა და ევროს კურსების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. დოლარმა 110 რუბლს მიაღწია, ევრომ 122 რუბლს გადააჭარბა. რთულ მგომარეობაშია რუსული ბანკები, რომლებიც დასავლეთის სანქციების სამიზნე გახდა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S