Accentnews.ge
იტალიური "Eni" "ცისფერი ნაკადის" პროექტში რუსულ "გაზპრომთან" თანამშრომობას წყვეტს

იტალიური "Eni" "ცისფერი ნაკადის" პროექტში რუსულ "გაზპრომთან" თანამშრომობას წყვეტს

02/03/2022 11:05:09 მსოფლიო

იტალიური კომპანია Eni გეგმავს, გავიდეს რუსულ "გაზპრომთან" ერთობლივი საწარმო "MOEX: GAZP"-იდან, რომელიც რუსეთიდან თურქეთისკენ მიმავალი გაზსადენის - "ცისფერი ნაკადის" მფლობელია. ამის შესახებ იტალიური სააგენტო ANSA კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ევროპას ბუნებრივ აირს ორი მთავარი და რამოდენიმე მილსადენით აწვდის. პირველი არის ''იამალო- ევროპა'' . მეორე მილსადენია ''ურენგოი- უჟგოროდი'' , რომელის საშუალებითაც ევროპას მიეწოდება გაზი, უკრაინის გავლით. ''ურენგოი- უჟგოროდი''-ის მილსადენის ერთ-ერთი განშტოენაა ე.წ. ''ცისფერი ნაკადი'', რომელიც ნოვოროსისკიდან შავი ზღვის ფსკერის გავლით თურქეთში შედის. ეს მილსადენი XXl საუკუნის დასაწყისში ამოქმედდა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S