Accentnews.ge
კრემლში ამბობენ, რომ პუტინი დანაკარგის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა მასზე ვერ ისაუბრებენ

კრემლში ამბობენ, რომ პუტინი დანაკარგის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა მასზე ვერ ისაუბრებენ

02/03/2022 10:55:37 მსოფლიო

კრემლის პრეს–მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დანაკარგების შესახებ ინფორმაციას იღებს, მაგრამ კრემლს არ შეუძლია, ამის შესახებ განაცხადოს არგუმენტი, რომ „ეს თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა“.

ამასთან, პესკოვმა არ უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა კრემლს მონაცემები მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობის შესახებ:

„ამის შესახებ სამხედროებს უნდა ჰკითხოთ“.

გარდა ამისა, პესკოვმა განაცხადა, რომ 2 მარტის საღამოს რუსეთის დელეგაცია უკრაინის წარმომადგენლებს დაელოდება მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა ადგილი არ დაუკონკრეტებია.

მეშვიდე დღეა, უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას იგერიებს. იბომბება დასახლებული პუნქტები. რუსეთმა აკრძალული იარაღიც გამოიყენა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S