
მედია: „უკრაინის ექს–პრეზიდენტი იანუკოვიჩი მინსკშია, კრემლი სპეცოპერაციას ამზადებს“
02/03/2022 09:26:42 ევროპა
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელმაც კიევი „მაედნის“ შემდეგ დატოვა, ამ დროისთვის მინსკში იმყოფება, კრემლი სპეცოპერაციას ამზადებს,– იუწყება უკრაინული გამოცემა უკრაინის დაზვერვაში წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ერთ–ერთი სცენარის მიხედვით, კრემლი მას „უკრაინის პრეზიდენტად“ გამოაცხადებს.
„მიღებული ინფორმაცია მიუთითებს კრემლის მიერ რაიმე სახის საინფორმაციო ოპერაციის ან ქმედების შესაძლო მომზადებაზე ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩის უკრაინაში დაბრუნების ან უახლოეს მომავალში მისი სახელით უკრაინელი ხალხისადმი მიმართვის გამოქვეყნებაზე“,– აღნიშნავს გამოცემა.
მევიდე დღეა, უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას იგენიებს. რუსეთმა უკრაინაში აკრძალული იარაღიც გამოიყენა.