Accentnews.ge
„რუსი დიპლომატები არაადეკვატურად აფასებენ ვითარებას: როდესაც შევთავაზეთ 3 000 ცხედრის გადაცემა, შოკი ქონდათ“

„რუსი დიპლომატები არაადეკვატურად აფასებენ ვითარებას: როდესაც შევთავაზეთ 3 000 ცხედრის გადაცემა, შოკი ქონდათ“

02/03/2022 09:16:43 ევროპა

რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი არ გაუქმებულა, თუმცა თარიღი ზუსტდება.

უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელი სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში დონბასში სერგეი გარმაში დელეგაციის მონაწილეებთან კომუნიკაციას იხსენებს და ამბობს, რომ თავად რუსი დიპლომატები ვერ აფასებენ ადეკვატურად ვითარებას:

„შესაძლოა, ტაქტიკური გადაწყვეტილებები იყოს. ვხედავდით, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ხარკოვს ბომბავდნენ. ვთვლი, რომ დიპლომატიური მიდგომით მათგან არაფერს უნდა ველოდოთ: ჯერ მტერი, ასე ვთქვათ, ისე არ არის გამოფიტული, ჩვენს წინადადებებზე წამოვიდნენ, ჩვენ კი მათ წინადადებებს ვერ დავთანხმდებით, რადგან ეს ჩვენი მიწაა.

ვესაუბრე ამ მოლაპარაკებების მონაწილეს და მან მითხრა, რომ თავად რუსი დიპლომატები არაადეკვატურად აფასებენ ვითარებას. მაგალითად, „როდესაც შევთავაზეთ, ცხედრების გადასვენება, მათ იკითხეს, „რამდენიაო?“. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დანაკარგი რეალურად არ ჰქონდათ, მაგრამ როდესაც უკრაინულმა დელეგაციამ მოახსენა, რომ „მზად ვარ ამ წუთასვე გადმოგცეთ 3 000 ცხედარიო“, მათ შოკი მიიღეს. ვფიქრობ, არც თავად რუსეთი ანიჭებს ამ მოლაპარაკებებს დიდ მნიშვნელობას, არც დელეგაციის წევრები არიან სამხედროები და არ იცნობენ სამხედრო ასპექტებს. ამიტომ, ომის შეწყვეტის კონტექსტში ამ მოლაპარაკებებს ახლა აზრი არ აქვს“.

მეშვიდე დღეა, უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას იგერიებს.

მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უკრაინა–ბელარუსის საზღვარზე გაიმართა. როგორც დაანონსდა, შემდეგი შეხვედრა პოლონეთ–უკრაინის საზღვარზე უნდა შედგეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S