Accentnews.ge
Wizz Air უკრაინელ ლტოლვილებს 100 ათას უფასო ბილეთს სთავაზობს

Wizz Air უკრაინელ ლტოლვილებს 100 ათას უფასო ბილეთს სთავაზობს

02/03/2022 09:20:00 მსოფლიო

ავიაკომპანია Wizz Air აცხადებს, რომ უკრაინელ ლტოლვილებს მოკლე მანძილზე ფრენისთვის 100 ათას უფასო ბილეთს სთავაზობს.

“Wizz Air მზად არის, დაეხმაროს უკრაინელ ლტოლვილებს დანიშნულების ადგილას მიღწევაში, სადაც არ უნდა იყოს ეს. ჩვენ მარტში, მოკლე მანძილის ფრენებზე უზრუნველვყოფთ 100 ათას უფასო ბილეთს პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) ხელმძღვანელის ფილიპო გრანდის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანა 680 000–მდე პირმა დატოვა.

იგი არ გამორიცხავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობამ 4 მილიონს მიაღწიოს.

გაეროს მონაცემებით, იძულებით გადაადგილებული პირები პოლონეთში, რუმინეთში , უნგრეთში, გერმანიაში, სლოვაკეთსა და მოლდოვაში გაგადიან. თუმცა ყველაზე მეტი 377 400 აადმიანი პოლონეთმა მიიღო.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S