Accentnews.ge
რუსული ძალის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

რუსული ძალის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

02/03/2022 08:04:39 საზოგადოება

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, 112 დაშავდა,– იუწყება ხარკოვის მერი.

მისი თქმით, რუსი სამხედროები თავს დაესხნენ ქალაქის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სექტორებს, სამხედრო ჰოსპიტალს.

ხარკოვში რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს.

1 მარტის დილით, ოკუპანტებმა ხარკოვში რაკეტები ისროლეს.

მეშვიდე დღეა, უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას იგერიებს. რუსუეთმა აკრძალული იარაღიც გამოიყენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S