Accentnews.ge
მოსკოვში პოლიციამ ხუთი ბავშვი ომის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის გამო დააკავა

მოსკოვში პოლიციამ ხუთი ბავშვი ომის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის გამო დააკავა

02/03/2022 07:45:13 მსოფლიო

მოსკოვში პოლიციამ ორი ქალი მცირეწლოვან შვილებთან ერთად დააკავეს, როდესაც ისინი უკრაინის საელჩოს შენობასთან ყვავილებით მივიდნენ, ხოლო ხელში ეჭირად პლაკატები წარწერით „არა ომს!“

პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილი ბავშვებიდან ორი შვიდი წლისაა, ორი – 11 წლის, ერთი – 9 წლის.

„ცნობილი გახდა, რომ გადაწყდა მათ შორის ბავშვების პოლიციის განყოფილებაში ღამით დატოვება. მშობლებს ტელეფონები წაართვეს და მშობლის უფლებების ჩამორთმევით ემუქრებოდნენ“.

მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს, თუმცა "წინა სასამართლო პროცესი და ჯარიმებია".

შეგახსენებთ, რომ მეშვიდე დღეა, უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას იგერიებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S