Accentnews.ge
„ოლიგარქი აბრამოვიჩი სანქციებით შეშინებულია და ლონდონში ქონებას სასწრაფოდ ყიდის“

„ოლიგარქი აბრამოვიჩი სანქციებით შეშინებულია და ლონდონში ქონებას სასწრაფოდ ყიდის“

02/03/2022 07:25:08 ევროპა

რუსეთის ერთ-ერთმა უმდიდრესი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი, რომელიც ასევე ითვლება ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირად და მის ერთ–ერთ სპონსორად, სასწრაფოდ ყიდის არა მხოლოდ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“, არამედ ელიტურ უძრავ ქონებას, რომელსაც ის ლონდონში ფლობს, – ამის შესახებ Times–ის ცნობით, ბრიტანელმა დეპუტატმა კრის ბრაიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აბრამობიჩი „სანქციებით შეშინებულია“.

დეპუტატმა ბრიტანეთის ხელისუფლებას საჯაროდ მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს, რომ სანქციები აქტივების გაყიდვამდე ამოქმედდეს და თავიდან აიცილოს აბრამოვიჩისთვის ფულის გადარიცხვა.

„ის, გეგმავს, უკვე ხვალ გაყიდოს მისი სახლი და ბინა ლონდონში“,– ირწმუნება ოპოზიციონერი დეპუტატი ლეიბორისტებიდან.

ნავთობის მაგნატი აბრამოვიჩი, რომლის ქონებაც 2021 წელს 14,5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, არის რუსეთის, პორტუგალიისა და ისრაელის მოქალაქე და ლონდონის რეზიდენტი. მას ჯერ არ შეხებია სანქციები, თუმცა როგორც ჩანს, მას მსგავსი მოლოდინი აქვს.

ლონდონში აბრამოვიჩი ცხოვრობს 15 ოთახიან ვილაში, რომლის ღირებულებაც 200 მილიონ დოლარია. მის საკუთრებაშია ელიტური სამსართულიანი, 30 მილიონ დოლარად შეფასებული პენტჰაუზი. ამასთან, როგორც მედიამ გაარკვია, კერძო თვითმფრინავი, რომლითაც აბრამოვიჩი გადაადგილდება, მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი ლაინერია – Boeing 787-8 Dreamliner.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S