Ford და ამერიკული კინოსტუდიები რუსეთთან ურთიერთობას წყვეტენ
02/03/2022 06:13:36 მსოფლიო
ავტომობილებს მწარმოებელი კომპანია Ford რუსეთში მანქანების მიწოდებას წყვეტს. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას უკავშირდება.
გარდა ამისა, კომპანია გადაურიცხავს 100 000 დოლარს საერთაშორისო ფონდს Global Giving Ukraine Relief Fund, რომელიც თავის მხრივ ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებულ უკრაინელებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
მანამდე რუსეთში ავტომობილების მიწოდება შემდეგმა კომპანიებმა შეწყვეტის: მერსედესმა, BMW, იაგუარმა, ლენდ როვერმა, სიტროენმა, აუდიმ, ასევე General Motors-მა.
ასთან, ამერიკული კინოსტუდიები რუსეთისთვის ფილმების მიწოდებას წყვეტენ. ერთ-ერთი ბოლო კომპანია, რომელიც გადაწყვეტილებას შეუერთდა Universal Pictures-ია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ფილმების კინოგაქირავება შეაჩერეს Disney-მ, Warner Bros-მა, Sony-მ და Paramount-მა.
"უკრაინაში მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისის გამო Universal Pictures აჩერებს რუსეთში დაგეგმილ კინოჩვენებებს", - ნათქვამია სტუდიის განცხადებაში.
Disney-მ ორშაბათს განაცხადა, რომ ჩვენებებს წყვეტდა. Warners და Sony კი მალევე შეუერთდნენ აღნიშნულ ნაბიჯს. მოსალოდნელია, რომ Warners დიდ შემოსავალს დაკარგავს, რადგან ბეტმენის ახალი ფილმი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროექტია.
როგორც Hollywood Reporter აღნიშნავს, სტუდიებმა კინოგაქირავების შეწყვეტაზე მას შემდეგ განაცხადეს, რაც ევროკავშირმა რუსეთის SWIFT-დან გათიშვა გადაწყვიტა. SWIFT-ის გარეშე სტუდიები ვერ მიიღებს ფულს რუსეთში თავისი პარტნიორი დისტრიბუტორებისგან.


