Accentnews.ge
რუსეთის ძალებმა ქალაქ ხერსონის რკინიგზის სადგური და მდინარის პორტი დაიკავეს

რუსეთის ძალებმა ქალაქ ხერსონის რკინიგზის სადგური და მდინარის პორტი დაიკავეს

02/03/2022 06:00:55 მსოფლიო

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ხერსონში რუსეთის საოკუპაციო ძალები შევიდნენ.

გავრცელებული ცნობით, რუსეთის ძალებმა დაიკავეს ქალაქი რკინიგზის სადგური და მდინარის პორტი. გასული ღამის განმავლობაში ხერსონში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.

ამასთან, მედიის ცნობით, ხერსონის მერი იგორ კოლიხაევი უკრაინის პრეზიდენტს „მწვანე დერეფნის“ ორგანიზებას სთხოვს, ქალაქიდან ცხედრების გადასასვენებლად და ხერსონში პროდუქტების შესატანად. კოლიხაევი აცხადებს, რომ გარდაცვლილები და დაშავებულები არიან როგორც სამხედროებს, ისე მშვიდობიან მოსახლოებას შორის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S