Accentnews.ge
Bloomberg: "რუსეთი ინვესტიციებისთვის სარისკო გახდა"

Bloomberg: "რუსეთი ინვესტიციებისთვის სარისკო გახდა"

01/03/2022 21:55:03 მსოფლიო

რუსეთი ინვესტიციებისთვის სარისკო გახდა არა მხოლოდ ახალი კაპიტალისთვის, არამედ იმათთვისაც, ვინც წარსულში მასში ათობით მილიარდი დოლარი დააბანდა, – წერს ამერიკული სააგენტო Bloomberg.

უკანასკნელი კვირის განმავლობაში რუსეთზე ორიენტირებული აქციების ფონდები 23%-ით დაეცა. ინვესტორები, რომელთაც ადრე გააკეთეს რუსეთში კაპიტალდაბანდებები, ფინანსურ მახეში აღმოჩნდნენ, ვინაიდან აქტივების გაყიდვის შესაძლებლობები შეზღუდულია, ბაზრიდან გასვლა კი დიდ დანაკარგებთანაა დაკავშირებული.

Bloomberg-ის ცნობით, ინვესტორთა პრობლემების მთავარი მიზეზია უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვისთვის დაწესებული სანქციები, ასევე ბაზარზე მოქმედი საპასუხო შეზღუდვები, რომლებიც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა შემოიღო.

„უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის უბედურებამ ბოლო მოუღო რუსეთში ფინანსურ ინვესტიციებს“, - განუცხადა Bloomberg-ს ლონდონის მაკროეკონომიკური პროგნოზირების საკონსულტაციო ფირმა TS Lombard-ის მმართველმა დირექტორმა გლობალური და პოლიტიკური კვლევების საკითხში კრისტოფერ გრენვილმა.

მოსკოვის ბირჟის მიხედვით, გასული წლის ბოლოს უცხოელი ინვესტორები რუსეთში 86 მილიარდი დოლარის აქციებს ფლობდნენ.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S