Accentnews.ge
"თუ პარტნიორები მზად არ არიან უკრაინა ნატოში მიიღონ, მაშინ უსაფრთხოების გარანტიები უნდა შეიმუშავონ"

"თუ პარტნიორები მზად არ არიან უკრაინა ნატოში მიიღონ, მაშინ უსაფრთხოების გარანტიები უნდა შეიმუშავონ"

01/03/2022 21:37:27 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ნატო მზად არაა, უკრაინას წევრობა შესთავაზოს, ქვეყანას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები.

კერძოდ, როგორც ზელენსკიმ CNN-თან აღნიშნა, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ უსაფრთხოების იურიდიული გარანტიები:

"თუ ჩვენი პარტნიორები ჯერ არ არიან მზად უკრაინა ნატოში მიიღონ, რადგან რუსეთს ეს არ სურს, მაშინ მათ უნდა შეიმუშავონ უსაფრთხოების საერთო გარანტიები უკრაინისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი საზღვრები დაცულია, გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობები ჩვენს ყველა მეზობელთან, და გარანტიები, რომლებიც უკრაინის უსაფრთხობას იურიდიულად დაიცავს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S