Accentnews.ge
"ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი" – პრეზიდენტი სანქციებთან დაკავშირებით ღარიბაშვილის პოზიციას გაემიჯნა

"ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი" – პრეზიდენტი სანქციებთან დაკავშირებით ღარიბაშვილის პოზიციას გაემიჯნა

01/03/2022 21:28:16 ევროპა, პოლიტიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, საქართველო არ უერთდება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს. ამის შესახებ მან France24-ის ჟურნალისტმა ჰკითხა.

"პირველ რიგში, არ ვიცი რატომ განაცხადა ეს. ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებით. დარწმუნებული არ ვარ რომ შეგვიძლია ისეთი ზომების მიღება, რომელსაც შესამჩნევი შედეგი ექნება. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის განცხადების გაკეთებას დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა. გულწრფელად, მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი. რაც ახლა მნიშვნელოვანია და რასაც საქართველოსგან ელოდებიან, ეს სოლიდარობაა და აქაც ამის დემონსტრირებისთვის ჩამოვედი", - თქვა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S