Accentnews.ge
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა

01/03/2022 17:37:51 ევროპა

ევროპულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუციებს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ეძლევათ

ევროპულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუციებს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ეძლევათ.

დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირს, იმუშავოს ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 49-ე მუხლის საფუძველზე უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.

რეზოლუცია გადაეცემა ევროკავშირის შესაბამის ორგანოებსა და წევრ ქვეყნებს შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო და არა სავალდებულო ხასიათისაა.

ამასთანავე, ევროკავშირის 8 ქვეყანა გამოვიდა მოწოდებით, უკრაინას ბლოკის წევრობა დაჩქარებული წესით მიენიჭოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S