"კიევში, ბაბი იარზე დაბომბვისას, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, ისტორია მეორდება"
01/03/2022 17:03:37 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, კიევში იმ ადგილას, სადაც რუსებმა კიევის სატელევიზიო ანძაზე იერიში მიიტანეს, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა.
"მსოფლიოს: რა აზრი აქვს 80 წლის განმავლობაში "არასდროს" თქმას, თუ მსოფლიო დუმს მაშინ, როცა ბომბი ვარდება ბაბი იარზე? სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა. ისტორია მეორდება",- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ რუსეთმა კიევში "სადეზინფორმაციო ობიექტების" დაბომბვა დააანონსა.


