Accentnews.ge
"ყურადღების ცენტრშია უკრაინა და ამ დღეს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული"

"ყურადღების ცენტრშია უკრაინა და ამ დღეს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული"

01/03/2022 16:28:37 ევროპა

ყურადღების ცენტრშია უკრაინა და ამ დღეს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული, ჩვენ აქ ვართ და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.

ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ გაატაროს აუცილებელი რეფორმები.

„ყველასთვის ყურადღების ცენტრში დღეს არის უკრაინა და უკრაინაში განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენები და სოლიდარობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ამ დღეს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული, ჩვენ აქ ვართ და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ, რომ ჩვენ ყველაფერი ის ზომები მივიღოთ და ის რეფორმები, რაც აუცილებელია და ჩვენი და სხვა ასოცირებული ქვეყნების მომავალი დღეს ალბათ, ახალი მოვლენებია და ახალი გარემო, რომელიც ამას მისცემს ახალ პერსპექტივას, მაგრამ ამისთვის ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S