რუსი სამხედროები ჩერნობილის გაუცხოების ზონაში მნიშვნელოვან დასხივებას განიცდიან
01/03/2022 15:43:06 მსოფლიო
რუსი სამხედროები ჩერნობილის გაუცხოების ზონაში მნიშვნელოვან დასხივებას განიცდიან, - იუწყება "ენერგოატომი" ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით.
«რადიაქტიულად დაბინძურებულ ტერიტორიაზე პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნარების არქონის პირობებში დამპყრობლები მნიშვნელოვან გარე და შიდა დასხივებას განიცდიან, რაც უცილობლად გამოიწვევს ონკოდაავადებებს», – აცხადებენ "ენერგოატომში".
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში აღნიშნავენ, რომ ჩერნობილის გაუცხოების ზონაში არსებულ ობიექტებს გააჩნიათ დაცულობა რიგი საფრთხეებისგან, მაგალითად, მყარი ობიექტების, მათ შორის საფრენი აპარატების დაცემისგან, საჰაერო დარტყმის ტალღისგან, ქარიშხლებისაგან.
ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ აცნობა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს, რომ ვეღარ შეასრულებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს რეგულარული შემოწმებების უზრუნველყოფის ნაწილში.
25 თებერვალს უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციამ გააკეთა განცხადება ჩერნობილში რადიაციის დონის მატების თაობაზე.


