Accentnews.ge
პოპულარული უკრაინელი მომღერალი სტანისლავ ვაკარჩუკი უკრაინაში დაბრუნდა

პოპულარული უკრაინელი მომღერალი სტანისლავ ვაკარჩუკი უკრაინაში დაბრუნდა

01/03/2022 14:19:36 ევროპა

პოპულარული უკრაინელი მომღერალი სტანისლავ ვაკარჩუკი უკრაინაში დაბრუნდა და მოხალისეთა რიგებს შეუერთდა.

„იქ ვარ, სადაც ჩემს ქვეყანას ვჭირდები: სამხედროებთან, საავადმყოფოში, ვეხმარები. მთელი ერი გაერთიანდა, ყველა აკეთებს იმას, რაც შეუძლიათ – იბრძვიან, ეხმარებიან, „მოლოტოვის კოქტეილებს“ ამზადებენ. ამას ნამდვილად დაერქმევა უკრაინის სამამულო ომი, რადგან ჩვენთან მოვარდა მტერი, რომელიც ცინიკურად უწოდებს თავს „ძმას“, თან სურს, მუხლებზე დაგვაყენოს და გვიხოცავს ბავშვებს. ამ დანაშაულს პატიება არ ექნება. პასუხს აგებენ არა თუ იმიერში, ამ სამყაროშიც ცეცხლში დაიწვებიან“.

მან რუს მშობლებს და ზოგადად ერს მიმართა:

„გადით ქუჩაში, იყვირეთ, გააკეთეთ რამე, გააჩერეთ თქვენი ხელისუფლება. გააჩერეთ თქვენი შვილები, რომელთაც აქ გზავნიან, რადგან მაღალი შანსია, რომ ისინი შინ ტომბებით დაგიბრუნონ. ჩვენ მშვიდობიანი ერი ვართ, მზად ვართ, მეზობლური ცხოვრებისთვის, მაგრამ მომავალზე, თავსიუფლებაზე უარს არ ვიტყვით!“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S