Accentnews.ge
რუსეთმა კიევში "სადეზინფორმაციო ობიექტების" დაბომბვა დააანონსა

რუსეთმა კიევში "სადეზინფორმაციო ობიექტების" დაბომბვა დააანონსა

01/03/2022 14:08:12 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიევში რიგი იმ "სამხედრო ობიექტების" დაბომბვა დააანონსა, საიდანაც, მისი მტკიცებით, "რუსეთზე საინფორმაციო შეტევები ხორციელდება".

კერძოდ, დაიგეგმა საჰაერო შეტევები უკრაინული უშიშროების რიგ ობიექტებზე.

"რუსეთზე საინფორმაციო შეტევები ხორციელდება ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციების 72-ე მთავარი ცენტრიდან, რომელიც უშიშროების კიბეროპერაციების ქვედანაყოფებთან ერთობლივად მოქმედებს, იყენებს რა კიევში არსებულ საოპერაციო-პროგრამულ კომპლექსებსა და კავშირგაბმულობის ობიექტებს", – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მოსკოვი კიევის მკვიდრთ, რომლებიც რეტრანსლაციის ობიექტების სიახლოვეს არიან, სახლების სასწრაფოდ დატოვებას ურჩევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S