Accentnews.ge
კრემლი: პუტინი პეტერბურგის გუბერნატორს შეხვდა - სატრანსპორტო რეფორმაზე სასაუბროდ

კრემლი: პუტინი პეტერბურგის გუბერნატორს შეხვდა - სატრანსპორტო რეფორმაზე სასაუბროდ

01/03/2022 13:58:30 მსოფლიო

კრემლის მტკიცებით, რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი, რომელიც რამდენიმე დღეა, თვალით აღარავის უნახავს, დღეს პეტერბურგის გუბერნატორ ალექსანდრე ბეგლოვს შეხვდა "სატრანსპორტო რეფორმისა და ქალაქის სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების განსახილველად".

კრემლის საიტს შეხვედრის არავითარი დეტალი არ მოჰყავს, ხოლო ტელესიუჟეტში, რომელიც "Россия 24"-ზე გავიდა, ნათქვამი იყო, რომ "გუბერნატორმა პრეზიდენტს უმუშევრობის დაბალი დონისა და სატრანსპორტო რეფორმისთვის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ მოახსენა".

ცნობისთვის: პეტერბურგი ყველაზე აქტიურია რუსეთში დაწყებული ანტისაომარი მოძრაობის კუთხით. აქტივისტები აქციებზე პუტინისა და მისი გუნდის გადადგომას მოითხოვენ. გრძელდება აქციების მონაწილეთა და ორგანიზატორთა დევნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S